EN
Menu
Menu
შეკითხვები
შეკითხვები
დაგვიკავშირდით
ჩვენთან ურთიერთობა!
Tüm Sroularınız İçin
Tüm Sroularınız İçin
მოთხოვნის ფორმა
დაგვიკავშირდით
ტელეფონი 0462 334 05 50
ჩვენთან ურთიერთობა!
ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი
უნივერსიტეტის შესახებ
უნივერსიტეტის შესახებ
2018 წელს, ქალაქ ბათუმში დაარსდა შპს ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც განახორციელებს სწავლებასა და კვლევას არქიტექტურის, მშენებლობისა და სამართლის მიმართულებით. დაარსების დღიდან შპს ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი აცნობიერებს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობას აჭარის რეგიონის, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ევროპული განათლების ტრადიციებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების სკოლა, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება ეკონომიკური და ინტელექტუალური აღორძინების ახალი ეტაპს რეგიონში და მალე დაიკავებს ღირსეულ ადგილს საგანმანათლებლო სივრცეში. ახლად დაარსებულმა შპს ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა: სასწავლო პროგრამების მუდმივი გაუმჯობესობა და შემოქმედებითი მომზადების პროცესების უწყვეტი განვითარება; სტუდენტთა პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით მათი მხარდაჭერა; პოტენციური დამსაქმებლების მიზნებისა და გამოცდილების გათვალისწინება; საგანმანათლებლო პროცესში მათი შეხედულებების ჩართვა; კვლევისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა; საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება; ეროვნული და საერთაშორისო სტუდენტის მობილობის ხელშეწყობა; საერთაშორისო კვლევისა და განვითარების პროექტების შემუშავება და მხარდაჭერა; აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარება. საერთაშორისო უნივერსიტეტს პრი¬ორი¬ტ¬ეტად მიაჩნია: განათლების შეთავაზება და სწავლა/სწავლება/კვლევის კომპონენეტების განვითარება არქიტექტურის, ინჟინერიისა და სამართლის მიმართულებებით, აჭარის რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ამ შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისათვის ხელშეწყობა. უნივერსიტეტის ადგილმდებარეობამ, აკადემიურმა და სამეცნიერო პოტენციალმა განსაზღვრა საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტები. აკადემიური პერსონალი განახორციელებს კვლევებს ინჟინერიისა და არქიტექტურის მიმართულებით, მოგვიანებით კი სწავლება და კვლევა განხორციელდება ასევე სამართლის მიმართულებით.