EN
Menu
Menu
შეკითხვები
შეკითხვები
დაგვიკავშირდით
ჩვენთან ურთიერთობა!
Tüm Sroularınız İçin
Tüm Sroularınız İçin
მოთხოვნის ფორმა
დაგვიკავშირდით
ტელეფონი 0462 334 05 50
ჩვენთან ურთიერთობა!
ბათუმის შესახებ
ბათუმის შესახებ
ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ქალაქია. ბათუმს ამშვენებს ძველი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების შენობები, ევროპული მოედნები და ქუჩები, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროები, უძველესი პორტი, ბოტანიკური ბაღი, ულამაზესი ბულვარი და ზღვისპირა კაფეები, მუზეუმები, მუსიკალური ცენტრი, დრამატული თეატრი, აკვარიუმი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ — დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. აჭარის რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 350 000 შეადგენს. მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა, ბათუმი გამოირჩევა უნივერსიტეტების სიმრავლით სანივერსიტეტო ქალაქად გადაიქცა. ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია. აქ ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს რელიგიური მიმდინარეობის მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის საკულტო ნაგებობები. ბათუმთან ახლოს მდებარეობს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.