EN
Menu
Menu
შეკითხვები
შეკითხვები
დაგვიკავშირდით
ჩვენთან ურთიერთობა!
Tüm Sroularınız İçin
Tüm Sroularınız İçin
მოთხოვნის ფორმა
დაგვიკავშირდით
ტელეფონი 0462 334 05 50
ჩვენთან ურთიერთობა!
ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი
რექტორი
ერსან ბოჯუთოღლუ
რექტორის მიმართვა


სასწავლო უნივერსიტეტი ,,შპს ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი’’ დაარსდა ბათუმში 2018 წელს. მისი მიზანია სწავლება და კვლევების ჩატარება არქიტექტურის, მშენებლობისა და სამართლის მიმართულებით. აბუს აქვს ამბიცია იყოს აჭარის რეგიონში და ზოგადად საქართველოში მოთხოვნადი უნივერსიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცისა და ბოლონიის პროცესების მიერ წარმოდგენილი ევროპული აკადემიური განათლების, ტრადიციებისა და სტანდარტების გამოყენებით, საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ახლად დაფუძნებული სასწავლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების გაუმჯობესებასა და შემოქმედებითი აკადემიური პროცესების მუდმივ განვითარებას. უნივერსიტეტი გეგმავს სტუდენტთა პროფესიული მომზადების მხარდაჭერას და ზრუნავს მათ კონკურენტუნარიანობაზე რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო შრომით ბაზრებზე. უნივერსიტეტი დაამყარებს მჭიდრო კავშირს პოტენციური დამსაქმებლებთან და გაიზიარებს მათ პრაქტიკულ გამოცდილებას. აბუ აპირებს ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარებას საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე, ასევე სტდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს არქიტექტურისა და ინჟინერიის ფაკულტეტი და გეგმავს იურიდიული ფაკულტეტის გახსნას.
ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტი განახორციელებს საბაკალავრო პროგრამებს არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას არქიტექტურ.
ბათუმი შესანიშნავი ადგილია შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც განვითარებულია ტურისტული, სასტუმრო და საბინაო მშენებლობის ინდუსტრია. ეს უაღრესად მოსახერხებელია საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისთის განათლებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ფანტასტიურ კომბინაციას.
ჩვენ, როგორც უნივერსიტეტის გუნდი, მოუთმენლად ველით ავტორიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასა და ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას. მადლობას გიხდით რომ დაინტერესდით ჩვენი უნივერსიტეტით და გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს წარმატებებს საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
პროფესორი, დოქტორი
ერსან ბოჯუთოღლუ
რექტორი